logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ოღონდ „ნაცური“ ვნებები დაიკმაყოფილოს, მზად არის ქვეყანა ბოლომდე გაანადგუროს
- +

15 ოქტომბერი. 2020. 21:24

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„არის ისეთი უტყუარი ჭეშმარიტება, რომ თუ ჭადრაკს თამაშობ და შესაძლებლობა გაქვს, რჩევა ნონა გაფრინდაშვილს უნდა ჰკითხო და არა ვინმე სიკინჭილაშვილს.

 

თან მარტო შეკითხვით კი არ უნდა დაკმაყოფილდე, ის სვლა უნდა გააკეთო რასაც გირჩევს.

 

როცა სპეციალისტები ამბობენ – არსებობს ეს დედამიწნული კორონა, არსებობს და ვერაგი დაავადებაა, უნდა გაფრთხილდე.

 

– რომ გეუბნებიან დაავადება უსიმპტომოდ ვრცელდება, კი ბატონო იხუმრე, მაგრამ ისიც იფიქრე, რომ ვირუსს მუტაციის საშუალება აქვს.

 

– როცა ამბობენ რომ ნუ გამართავ 7000 კაციან პურის ჭამას, და თუ სხვა გამოსავალი არ გაქვს, იმ 7000 ადამიანთან ნუ იზასავებ.

 

– გაიკეთე ეს დედააფეთქებული პირბადე და ხელები დაიბანე (წყალს სახეზეც თუ მიისხამ, მთლად უკეთესი)

 

– არ გინდა პანიკა და იმ ორფეხა ბაცილებზე აყოლა, ვისაც შენი ჯანმრთელობა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და ოღონდ „ნაცური“ ვნებები დაიკმაყოფილოს, მზად არის ქვეყანა ბოლომდე გაანადგუროს.

 

ეგაა და ეგ” – წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner