logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: წინა არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე 22%-იან ცდომილებაზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო?
- +

29 ოქტომბერი. 2020. 18:30

 

 

„წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%-იან ცდომილებაზე?“ - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებულ კვლევებს იხსენებს.

 

„წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%-იან ცდომილებაზე? გრუ-ს ინსტრუქციაში რა წერია, არ შეიმჩნიოთ და უტიფრად განაგრძეთ სახეში ფქვილის ყრაო? 55%-ზე რომ ხარხარებენ, აი, ის ხელისგულზე სატარებელი ოქრო ხალხი“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 



 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რუსთავი2“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა, კენჭისყრის შედეგებმა კი კვლევებისგან სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 150 მანდატიდან 115 მანდატი აიღო.

 

წინასაარჩევნო კვლევა ტელეკომპანიის იმდროინდელი მენეჯმენტის (დირექტორი – ნიკა გვარამია) დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა.

right_banner
არქივი
right_banner