logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: შენ ხარ გარეწარი, ბარამიძევ!!! შენ უღალატე ზურა ჟვანიას და მის ოჯახს
- +

15 ნოემბერი. 2020. 15:35

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელით გიორგი ბარამიძეს მიმართავს.

 

„რამდენი წელია ვიკავებდი თავს. არ მინდოდა, ხმამაღლა მეთქვა ის, რასაც ამ გარეწარზე ვფიქრობდი დღემდე. შენ ხარ გარეწარი, ბარამიძევ!!! შენ უღალატე ყველაზე ძვირფას გრძნობას ადამიანებში!!! ესაა მეგობრობა? შენ უღალატე ზურა ჟვანიას და მის ოჯახს, ვინც კაცად და ადამიანად ეგონათ, რომ გაქციეს! შენ ხარ არაკაცი, მეგობრის გამყიდველი და მკვლელი! რა გადაგიხადა ასეთი ამ მწამებელმა, რომ ასე იცავ და ასე გაწირე ზურა ჟვანია და მისი ოჯახი და მისი მხცოვანი დედა, რომელიც ზურასთან ერთად გზრდიდა. გარეწარი ხარ, გარეწარი და მთავარი - ️შენი და შენი მეგობრების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა, თქვენ ხართ სიბნელე და წარსული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში! ჩემო ერთგულო მეგობარო, ჩემო ზურა, ბოდიშს გიხდით, რომ ვერ დაგიცავით ამ გარეწრების და მწამებლებისგან!“ - წერს დავით ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner