logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ზურა ჟვანიას მკვლელობის მერე ვიჩხუბეთ და ამის მერე მაინცდამაინც ურთიერთობა არა გვაქვს
- +

16 ნოემბერი. 2020. 13:49

 

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, გია ბარამიძეზე, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ეს კაცი ჩემი ყრმობის ახლობელია 1988 წლიდან.  მართალია, ზურა ჟვანიას მკვლელობის მერე ვიჩხუბეთ და ამის მერე მაინცდამაინც ურთიერთობა არა გვაქვს.

 

1998 წელს მე წავიყვანე ამერიკაში და ვეცადე, რომ რაღაც განათლება მიმეცა - მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საგარეო ურთიერთობათა სკოლაში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რაც მიშას მაინცდამაინც არ მოეწონა - და ჩამევიდა უკან. 

 

ვიფიქრე, იქნებ და ერთი რამე მაინც ისწავლა იქ თქვა და ვუყურებდი რაცხა იმედის თვალით:  მარა შენც არ მომიკვდე, ამ 21 წლის მანძილზე ერთი ვერაფერი გევიგე მისგან, რაც პროფესიონალიზმზე მიუთითებს, ან პოლიტიკურ მეცნიერებაში, ან საერთაშორისო ურთიერთობებში.  

 

მაინც, ხო იცით ახლა, გულის სიღრმეში იმედი მაინც მქონდა - იქნებ რაცხა პაწუა მაინც ისწავლა იმ განთქმულ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში-მეთქი. დიდი ხანი ველოდე მისი ნიჭისა და ცოდნის (ეს იყო მთავარი ჩემთვის) გამოვლინებას. აწი უკვე ხელის ჩაქნევას ვაპირებდი და ქე გამოანათა მეტაფიზიკურმა მზემ.

 

ახლა, ბათუმში ამ აბსოლუტურად უნაკლო მუსიკალური არიის შესრულების შემდეგ მე მივხვდი ბოლოს და ბოლოს, რას ასწავლიდნენ გიას მსოფლიოს საუკეთესო საგარეო პოლიტიკის სკოლაში - თურმე ტყვილად არ ჩოუვლია ამ ჩემს წვალებას იქინე და ჩვენი სასიქადულო გია დაუფლებია რაცხა პროფესიას - სიმღერას ვასწავლიდითო, მითხრეს - თვითონ არ მოინდომა დანარჩენი არაფერი - გურული ვარ და სიმღერა მასწავლეთო - და ვასწავლეთო საგარეო პოლიტიკური სიმღერაო - ჰოდა აგერ - შეხედეთ, რა უნაკლოდ მღერის არიას ოპერიდან „ჩამოდი თორემ დეგვენძრა“ - და თან ეს ოპერა, როგორც ამბობენ, მარტო მიშას და ხატია დეკანოიძის დაწერილი კი არ არის - მისი მუსიკისა და ლირიკების 37-ნახევარი პროცენტი თვით გიას დოუწერია. 

 

ბრავო, ბრავო - ასეთი ოპერა ზაქარია ფალიაშვილის მერე საქართველოში არ დაწერილა.  და ჩვენი გიაც ქართველი ხოსე კარერასია - ბრავო!  ასეთი სიმღერა დიდი ხანია არ მომისმენია - ტყვილად არ ჩოუვლია ჩემს ზრუნვას ჩემს ყრმობის ახლობელზედ. 

 

იმედია, ახლა ხშირად მოვისმენთ ამ ოპერას“, - წერს ირაკლი კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner