logo_geo
eng_logo
იოსებს ჭუმბურიძე: ისე, ნეტავ მართლა სად გადის ამათი უსინდისობის ზღვარი?!
- +

23 ნოემბერი. 2020. 18:13

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„გიორგობა დილით ფბ-ს რომ გახსნი და პირველი ბერძენიშვილი შემოგეფეთება, რა ხასიათზე უნდა დადგე?!

 

თანაც ხელში (თუ პირში?!) გადაბრუნებული „პლასტინკა“ რომ უჭირავს?!

 

რასაც რვა წლის წინათ სააკაშვილზე ამბობდა, დღეს იმასვე ივანიშვილზე ამბობს.

 

„უკუღმა, ასინეთა, უკუღმა!"

 

ნუთუ ირგვლივ ერთი გულშემატკივარიც არა ჰყავს - „ან ძმა, ანუ და ან მეგობარი“, რომ მიხედოს, უპატრონოს, უმკურნალოს?!

 

ძმა, გასაგებია, თვითონაც მისახედია, მაგრამ მართლა სულ არავინ ჰყავს, რომ ურჩიოს, წავიდეს სადმე სოფელში ან აგარაკზე და, დიოკლეტიანესავით, კომბოსტო მაინც მოიყვანოს?!

 

კარტოფილს ვიტყოდი, მაგრამ ამ საქმით კიდევ ერთი მისნაირია დაკავებული და კონკურენტს ვერ გავუჩენ...

 

თანაც, ბოროტებით, დიოკლეტიანეს მაგონებს, მით უფრო გიორგობა დილით...

 

ისე, ნეტავ მართლა სად გადის ამათი უსინდისობის ზღვარი?!

 

ძარღვი ბოლომდე გაუწყდათ, თუ არც ჰქონიათ?!

 

გილოცავთ გიორგობას.

 

გფარავდეთ წმინდა გიორგი“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner