logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: 14 დეკემბერს ხმოსანთა კოლეგია იკრიბება ვაშინგტონში და აირჩევს პრეზიდენტს
- +

26 ნოემბერი. 2020. 12:09

 

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს.

 

„ტრამპი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია!!!

 

ტრამპის მხარეს გასაჩივრებული აქვს 6 შტატის შედეგები. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ განხილვას შეუდგება აშშ-ის უზენაესი სასამართლო. უზენაესმა სასამართლომ 6-დან 4 შტატზე კონსერვატორი მოსამართლეები დანიშნა (მიჩიგანი, ვისკონსინი, პენსილვანია, ჯორჯია). ნევადასა და არიზონაში კი - ლიბერალი მოსამართლეები. დღეისათვის ხმოსნების ხმები, იმ შტატების მიხედვით, სადაც არსობრივი დავები არ არის, შემდეგნაირად არის განაწილებული:

 

ტრამპი 232, ბაიდენი 227

 

პრეზიდენტის გამოსავლენად კი 270 ხმოსანია საჭირო.

 

სადავო არის 6 შტატი: პენსილვანია 20, ჯორჯია 16, მიჩიგანი 16, ვისკონსინი 10, არიზონა 11, ნევადა 6.

 

ჯამში - 79 ხმა

 

ბაიდენმა რომ მოიგოს, საჭიროა დაიმტკიცოს კიდევ 43 ხმა.

 

ტრამპმა რომ მოიგოს, საჭიროა დაიმტკიცოს კიდევ 38 ხმა.

 

12 დეკემბერს ტრამპის მომხრეთა აქცია ტარდება დედაქალაქში.

 

14 დეკემბერს ხმოსანთა კოლეგია იკრიბება ვაშინგტონში და აირჩევს პრეზიდენტს.

 

თუ ხმოსანთა კოლეგიაში ვერავინ მოაგროვებს 270 ხმას, პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს აშშ-ის კონგრესი აირჩევს.

 

P.S. ზოგიერთი სიტყვა „კონგრესმა“ დააბნია და აქვე დავაზუსტებ: პრეზიდენტს ირჩევს წარმომადგენელთა პალატა ანუ კონგრესის ქვედა პალატა პრინციპით ერთი შტატი - ერთი ხმა. ვიცე-პრეზიდენტს ირჩევს სენატი ანუ კონგრესის ზედა პალატა. დღევანდელი მონაცემებით, რესპუბლიკელებს ორივე შემთხვევაში უმრავლესობა ჰყავთ. კონგრესი ეწოდება აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც ბიკამერულია და წარმომადგენელთა პალატისგან და სენატისგან შედგება“, - წერს ირაკლი გოგავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner