logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ
- +

29 ნოემბერი. 2020. 14:46

 

 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც გამზარდია წერს, ეკატერინე ტიკარაძეს საბჭოს წევრებთან შედარებით მეტი უფლებები რომ ჰქონოდა, დღეს ქვეყანაში შესაძლოა, უკეთესი ვითარება ყოფილიყო.

 

„მე რაც კულუარულად ანუ არაოფიციალურად გამიგია, იმის მიხედვით, ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით. ზოგადადაც, მას რომ მეტი უფლებები ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით და თავისი უფრო მეტად გაეტანა, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა.

 

ზოგადად, ჯანდაცვის დე-ფაქტო მინისტრი სულ იყო გამყრელიძე, სერგეენკო - ჩვეულებრივი უხეირო და კორუმპირებული შემსრულებელი. ჩანს, ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ და თვითმყოფადობისთვის იბრძვის, ამიტომაც პრობლემები აქვს გახარიასთანაც, გამყრელიძესთანაც და მათი ჯგუფის დანარჩენ ნაწილთან. ამიტომ ასე ადვილად არ ვიტყოდი მასზე ნეგატივს, მით უფრო მისი „კოლეგების“ ფონზე“, - წერს გამზარდია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner