logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ესენი არიან განუკურნებელი დუპლეტები!
- +

2 დეკემბერი. 2020. 02:50

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:

 

„ისეთი დუპლეტია, რომ ვერც კი ხვდება, ამ განცხადებით მხოლოდ პიროვნულად ერიკ ფურნიეს და ჰუბერტ ქნირშს კი არა, საფრანგეთს და გერმანიას - ორ უძლიერეს ევროპულ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას!

 

შალვა ნათელაშვილი:

 

"როგორც ერიკ ფურნიე, საფრანგეთის გათახსირებული ელჩი, ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილისგან და მილიონერი წავიდა აქედან, ცოლის სახელზე გააფორმა ამისგან ნაჩუქარი მილიონები, ასევე ეს გერმანიის ელჩიც, ყურამდე რომ აქვს გახსნილი პირი სახაჭაპურედ, ფინანსდება ამისგან“.

 

ნათელაშვილს საფრანგეთი და გერმანია რა ჰგონია?!

 

ესე იგი საფრანგეთის და გერმანიის ელჩებს მიმღები ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე აფინანსებს?!

 

ეს არის საარაკო სიბრიყვე!

 

ამ დუპლეტმა ალბათ არ იცის, რომ მისი განცხადებები სიტყვა-სიტყვით ითარგმნება და საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებში იგზავნება!

 

ამის შემდეგ ასეთი განცხადებების ავტორებს როგორ აღიქვამენ სერიოზულად?!

 

არა, რა, ესენი არიან განუკურნებელი დუპლეტები!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner