logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კარგია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეასწორა პოზიცია და „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე“ აღარ საუბრობს
- +

24 დეკემბერი. 2020. 19:37

 

 

„კარგია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეასწორა მისი პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე გამოქვეყნებულ ანგარიშს. 

 

როგორც პაპუაშვილი საკუთარ “ფეისბუკ”გვერდზე წერს, ეს უკვე მესამე უზუსტობაა, რომელიც NGO-ების 4 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში აღმოჩნდა:

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. კარგია, რომ განსხვავებით 4 ნოემბერს სხვა 23 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გაკეთებული განცხადებისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეასწორა მისი პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე“ და „სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე“.

 

კარგია, რომ კიდევ ერთი პრეტენზიის უსაფუძვლობა გაირკვა. ეს უკვე მესამე უზუსტობაა, რომელიც NGO-ების 4 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში აღმოჩნდა (მანამდე: შედეგების დაგვიანებული გამოცხადება, უბნების 8% დისბალანსი). ალბათ, დროა, ამ 24 ორგანიზაციამ გადახედოს და შეასწოროს მათ მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული შეფასება. განსაკუთრებით კი მისი ის პასაჟი, რომლის მიხედვითაც: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“. დღეს ამ შეფასების უკან არანაირი ფაქტი აღარ დგას და მხოლოდ აღქმებს ეფუძნება,“ - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner