logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: მინდა, უკვდავყო სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბეთა არქეტიპი
- +

29 დეკემბერი. 2020. 11:47

 

 

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბევრი მეკითხება, რატომ მაქვს კედელი ღია და რატომ არ ვპასუხობ, არ ვშლი კომენტარებს და არ ვბლოკავ გონება ამღვრეულ ადამიანებს, წარმოუდგენელ სიმყრალეს რომ ღვრიან აქ?

 

მუზეუმს ვაშენებ ხალხო, მათივე ხელით ვაშენებ, მათი სიმცირის, სნეული გონების, აგრესიული ზნედაცემულობის და, საბოლოო ჯამში, მათი საცოდაობის ვირტუალურ მუზეუმს.

 

ნებისმიერი იდეის თუ პროექტის ხარისხს და სიჯანსაღეს, ამ იდეის მხარდამჭერთა ინტელექტუალური და მორალური სახე განაპირობებს. ეს არის უტყუარი ინდიკატორი და ამიტომ მინდა, მათივე ხელით უკვდავყო სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბეთა არქეტიპი. მათი საოცნებო საქართველოს არსი ხომ მათსავე ბაგეზე მომდგარ დუჟში იკითხება ყველაზე კარგად, გასაგებად და მკაფიოდ.

 

და კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც ამას ვაკეთებ, ჩვენი შვილების თაობაა. დრო, საბედნიეროდ, არ ჩერდება, უკვე წამოიზარდნენ ბავშვები, რომლებსაც სისხლმდენი იარა ჩვენსავით, ბუნებრივია, არ ტკივათ და რომელთა მოტყუება უკვე გადაუწყვეტიათ სოროებიდან ამომძვრალ რევიზიონისტებს, ათასი ჯურის ბუყბუყა "პატრიოტს", პროვინციული გულაგის ჰეროიზაციას რომ ცდილობენ გამალებული პროპაგანდით.

 

აქ, ამ კედელზე შემოასეირნეთ ხოლმე ახალგაზრდები, თვალებში მცირედ დაბნეულობას თუ შეატყობთ - ნებისმიერი ეჭვის უებარი წამალი, მალამოა „ნაცების“ მიერ აქ დაფრქვეული სიმყრალე“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner