მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე, სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს:
„სამართალმა პური ჭამა”, რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტია! მოვა დრო და დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს!
გილოცავთ მართლაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას! დიდება გმირებს ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაეცა! დიდი მადლობა თეა წულუკიანს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში და სარჩელის მომზადებაში!“ - წერს ზურა ხაჩიძე.