logo_geo
eng_logo
თეა გვასალია: ჩემი დილეტანტური ჭკუით, მგონია, რომ კიდევ ბევრ ასეთ სანახაობას შეესწრებით
- +

22 იანვარი. 2021. 20:26

 

მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:

 

“არ მინახავს ხაზარაძე-ელისაშვილის ყბადაღებული დაპირისპირება, ფბ.მეგობრების კომენტარებით გავიგე, რომ კინაღამ ეთერში გაულახავთ ერთმანეთი. ნახევარი ფეისბუქი ელისაშვილის მხარესაა, ცხვირპაჭუა მზეჭაბუკს ადარებენ და ჰკა მაგ მევახშესო, აქეზებენ, მეორე ნახევარი ხაზარაძეს უწონებს საქციელს და გადაცემის წამყვანს საყვედურობს ეთერში კლოუნის მოწვევისთვის.

 

ამ ორს, ცალ-ცალკე, ალბათ გმირი ჰგონია თავი, კითხულობენ ახლობლების კომენტარებს და თვითშეფასება უმაღლდებათ. მე კი, პოლიტიკისგან ძააალიან შორს მდგარ ადამიანს, ჩემი დილეტანტური ჭკუით, მგონია, რომ კიდევ ბევრ ასეთ სანახაობას შეესწრებით ტელევიზორებთან გულის მოსაოხებლად მოკალათებულები, კიდევ ბევრ, ქუჩის აქციების იმედად დარჩენილ პარტიას დატოვებენ დეპუტატის კომფორტული სავარძლის მსურველები და კიდევ ბევრი ცხრა წელი ჩაივლის, სანამ პოლიტიკა შოუბიზნესის ფუნქციას აღარ შეითავსებს და ხალხს პურს მისცემს, სანახაობაზე კი ცირკი და ფილარმონიაში ანშლაგებით ჩატარებული „იუმორინა“ იზრუნებენ”– წერს თეა გვასალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner