logo_geo
eng_logo
ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა
- +

25 თებერვალი. 2021. 20:31

 

 

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურა და გამოკვლევებზე გადაჰყავთ. - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

 

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტსა და მისი მეუღლის ნათესავზე.

 

შემთხვევა დღეს წყნეთის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner