logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე ოპოზიციურ მედიას: რა თავისუფლებაც თქვენ დღეს გაქვთ, მსგავსი არ დაგსიზმრიებიათ - დღე და ღამე ეკრანებიდან ზიზღს და სიძულვილს სთესავთ
- +

1 მარტი. 2021. 14:42

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ვერ იტყვიან, რომ ვახო სანაიასთან დაკავშირებით რეაქცია არ მქონდა. მგონი მოჭარბებულიც, რადგან მაკა ცინცაძის ერთ გადაცემაში 2-ჯერ ვთქვი ამ ფაქტის შესახებ.

 

ახლა ვკითხულობ სოციალურ ქსელში მისი მოთხოვნების შესახებ და ასევე შევაფასებ. როგორც მის მიმართ ჩადენილი ქმედება იყო არასწორი, ასევე არასწორია მისი პოზიციაც.

 

მეტიც, როცა ჟურნალისტთა ჯგუფი პეტიციას აწერს ხელს და წერენ, თითქოს ბოლო ორ წელში დამძიმდა ფონი, თითქოს ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ საქმიანობაში, ესაა სიცრუე.

 

რა თავისუფლებაც თქვენ დღეს გაქვთ, მსგავსი არ დაგსიზმრიათ. დღე და ღამე ეკრანებიდან ზიზღს და სიძულვილს სთესავთ, პოლიტიკოსებთან ერთად.

 

როცა პეტიციას წერთ და, თუნდაც თქვენთვის მიუღებელი მედია საშუალებების ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს არ ასახავთ ტექსტში, თუნდაც პროფესიული სოლიდარობის გამო, უბრალოდ სირცხვილია.

 

სხვათაშორის, სამართალდამცავებმა დაიცავით ერთი სტანდარტი. როგორც კვირას და პირველი არხის ჟურნალისტებზე მოძალადეებს მოექეცით, ისე მოექეცით სხვებსაც. რუსა შელიაზე ვინც მორალურად იძალადა, მის მიმართ ხომ საერთოდ არ გქონიათ რეაქცია?!

 

მგონი განახლება მხოლოდ მხოლოდ პარტიებს არ სჭირდება. ყველა უნდა გადაიტვირთოს, ვინც სიცრუიდან და სიძულვილიდან ვერ გამოდის“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner