logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დესტრუქციულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი ნებით აირჩია პოლიტიკური დასამარების გზა
- +

4 მარტი. 2021. 23:51

 

„ფაქტია, რომ დესტრუქციულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი ნებით აირჩია პოლიტიკური დასამარების გზა“,  -ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ე.წ. პიკეტირების მოულოდნელი შეწყვეტა კი, ჩემი ვარაუდით, უკავშირდება "ნაცებისადმი" რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსის ან ელჩის 'მეგობრულ რეკომენდაციას'.

არ გამიკვირდება თუ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ციხესთან კონცერტი მოაწყონ, მიკი მაუსები მიიყვანონ და ა.შ.

 

რადიკალური სააკაშვილის პარტიას და მის ჩრდილის ქვეშ მყოფთ სხვა მცირერიცხოვან პარტიებს პოლიტიკურ არსენალში შერჩათ მხოლოდ მცირერიცხოვანი მიტინგები, კარვები, დაქირავებული პარტმუშაკები ["სამოქალაქო აქტივისტები"], სასტვენები, შეშა და გვარამიას პიონერული კოცონი პარლამენტთან.

თუ ასე გააგრძელებენ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი სხვა ოპოზიციური პარტიები, მიიღებენ ბურჯანაძისადმი ბრიუსელის დამოკიდებულებას - იგნორი. ეს უპროცენტო ჩამოშლილი პარტიის ლიდერი არ მიიწვიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრაზე.

ადრე თუ გვიან პოლიტიკურ ველზე გამოჩნდებიან ალტერნატიული, კონსტრუქციული ოპოზიციური აქტორები“, - წერს აბაშიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner