logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საზოგადოებაში დიდი ხანია არის მძაფრი მოლოდინი, რომ კონსტრუქციული, ძლიერი ოპოზიციური პარტიები გვეყოლება და არა მორიგი ფუყე დაპირებები
- +

15 აპრილი. 2021. 02:03

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე  უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველასათვისაა. ვისაც რომელი და კანონის ფარგლებში დაშვებული რა პარტიის შექმნაც უნდა, მისი/მათი არჩევანია.

საზოგადოებაში კი დიდი ხანია არის ის მძაფრი მოლოდინი, რომ კონსტრუქციული ძლიერი ოპოზიციური პარტია/პარტიები გვეყოლება და არა მორიგი ფუყე დაპირებები, შემდეგ "ნაცებთან' პირდაპირი თუ ირიბი კავშირები, განაწყენებული, რევანშისტული ქმედებები, შემდეგ მალე გაქრობა ავანსცენიდან და ა.შ.

ჩემი აზრით, გახარიამ და სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ ოპოზიციური კონსტრუქციული ნიშის დაკავების სურვილი, სრულიად ახალი და განსხვავებული უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს.

თუ მმართველ პარტიას ძლიერი, ჯანსაღი კონკურენტი ეყოლება პოლიტიკურ ველზე, ამას რა ჯობია? თუმცა, ამ ნიშამდე მისვლა და იქ განმტკიცება საკმაოდ რთულია.

ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შედეგები ზუსტად დაგვანახებს პოლიტიკურ პეიზაჟს და იმას თუ ვის რა პოტენციალი აქვს“, - წერს აბაშიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner