logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მისასალმებელია ბანკზე თავდასხმის და მძევლების აყვანის მშვიდობიანად განეიტრალება
- +

17 აპრილი. 2021. 02:49

 

„მისასალმებელია ბანკზე თავდასხმის და მძევლების აყვანის მშვიდობიანად განეიტრალება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვინმეს, შეიძლება, ჩაცხრილვები მოსწონდეს, დღევანდელ შს სამინისტროს და პოლიციელებს მსგავსი ოპერაციების მშვიდად ჩატარება ახასიათებთ. ამ ბოლოს ბევრჯერ გამოჩნდა.

ამავე დროს მიმალვაში მყოფი პირის დაკავებასაც ველოდებით.

რაც შეეხება დღევანდელ თავდასხმელს, ვფიქრობ, სპონტანურად აიყვანა მძევლები. ალბათ ჩაფიქრებული ჰქონდა სწრაფად თანხის გამოძალვა  და მიმალვა.

როცა თანამშრომელმა ღილაკით დაცვა გამოიძახა, ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედა, აიყვანა მძევლები, რისთვისაც თავადაც არ იყო მზად, რითაც დანაშაული დაიმძიმა. სჯობდა მყისიერად ჩაბარებულიყო“, - წერს სალუქვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner