logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: იხელთეს დრო პატარა პარტიებმა და ხელიდან დაუსხლტნენ მიშას...
- +

19 აპრილი. 2021. 18:49

 

 

„ტატამზე რომ ორი მოჭიდავე დგას, შედეგი რომ წინასწარ ცნობილია ერთის სიძლიერის გამო და მეორე, რომ ყველანაირად ცდილობს ჯახს თავი აარიდოს - აი, ასეთ სიტუაციაშია ახლა „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი“, - წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს უნდოდა არჩევნების გზით წასვლა, რადგან იციან, რომ როგორც მინიმუმ, „ქართულ ოცნებას“ დღეს მილიონზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ეს კი უპირობო მარცხია.

 

„ტატამზე რომ ორი მოჭიდავე დგას, შედეგი რომ წინასწარ ცნობილია ერთის სიძლიერის გამო და მეორე რომ ყველანაირად ცდილობს, ჯახს თავი აარიდოს - აი, ასეთ სიტუაციაშია ახლა „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი. მათ არასოდეს უნდოდათ არჩევნების გზით წასვლა, რადგან იციან, რომ როგორც მინიმუმ, „ქართულ ოცნებას“ დღეს მილიონზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ეს კი უპირობო მარცხია. დასკვნების და აღიარების მიუხედავად, სააკაშვილმა მოახერხა და რაღაცნაირად თავის მხარეს გადაიბირა ოპოზიცია, შექმნა ხელოვნური კრიზისი და თავის ჭკუაზე დაატარებდა ყველას. მას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ხელისუფლება და მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ დათანხმებოდა კომპრომისს და კრიზისი უფრო გაღრმავდებოდა. დიდი აღტყინებით ელოდნენ სანქციებს, მკაცრ განცხადებებს და აშ. რეალურად კი, „ოცნებამ“ აჩვენა, რომ ის არის დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადარდებს ხალხი და რომლის პასუხისმგებლობაც არის მართალია ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისის მოგვარება.

 

ჰოდა, „ოცნების“ მზაობა, რომ ხელი მოაწეროს 43% იან პირობას, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, სადაც კრიმინალების გათავისუფლება წერია, „ნაცმოს“ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. ახლა, დოკუმენტზე ხელის არ მოწერის შემდეგ, მაინტერესებს ჟორიკა რურუა რას იტყვის, როცა მისი გათავისუფლება მიშას ხელშია, მიშა კი ერთ რამეზე ფიქრობს - რადიკალიზაცია! ჰოდა, იხელთეს დრო პატარა პარტიებმა და ხელიდან დაუსხლტნენ მიშას, სათქმელიც აქვთ - დასავლეთს უარს ვერ ვეტყვითო. სულ ესაა შეფასება მთელი ამ პროცესების“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner