logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია
- +

19 აპრილი. 2021. 23:25

 

 

ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პარტიების ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს – ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, ეს საქართველოს გამარჯვებაა, კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით. განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს“, – წერს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner