logo_geo
eng_logo
ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ-ეკონომიკური შეღავათებით სარგებლობის შესახებ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

2 მაისი. 2020. 12:30

 

 

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  ქუთაისში ადგილობრივ მეწარმე სუბიექტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

 

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს.

 

 

აღნიშნული შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

 

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პარმენ მარგველაძემ შეხვედრის მონაწილეებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner