logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო დირექტორი: პანდემიის პირობებში საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდება
- +

9 მაისი. 2020. 15:08

 

 

„ამ გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ საექსპორტო ბაზრებზე ჯამში ექსპორტის შემცირება დაახლოებით 20-25%-ის ფარგლებში იქნება”, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პანდემიის პირობებში მძიმე მრეწველობის დარგში ექსპორტის კლებაზე კომენტირებისას „ბიზნესპარტნიორის” ეთერში განაცხადა.

 

 

როგორც მერაბ ლომინაძე განმარტავს, დღეს პროგნოზები საკმაოდ არაოპტიმისტურია, თუმცა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა ბაზარზე ვითარება შეიცვალოს.

 

 

„ამერიკაში არაერთი მეტალურგიული ქარხანაა დახურული, ხოლო ევროპაში დახურულია ის საწარმოები, რომლებიც ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას გამოიყენებენ, ასევე სახეზეა შეფერხებები რუსეთში.

 

 

თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით რესურსების ოპტიმალურად გამოყენება და ჩვენ პროდუქციაზე თვითღირებულების დაწევა შევძელით, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ის მოგების მარჟები, რომლებიც კომპანიებს დაგეგმილი ჰქონდათ წლის ბოლომდე დავეწიოთ. თუმცა, ეს ძალიან ოპტიმისტური განწყობაა. შედარებით რეალისტური პროგნოზია ის, რომ რასაკვირველია კლება სახეზე იქნება”, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს” ლომინაძემ.

 

 

ცნობისთვის, საგარეო ვაჭრობის პირველი კვარტლის მონაცემებით, პანდემიის პირობებში მძიმე მრეწველობას პრობლემები შეექმნა. კერძოდ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 39%-ით არის შემცირებული ფეროშენადნობების ექსპორტი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner