logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მე ჩართული ვიყავით მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში
- +

7 ნოემბერი. 2019. 15:04

 

„ჯანდაცვის სამინისტრო და კონკრეტულად მე ვიყავით ჩართული მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ამ ფაქტის შესახებ ექსპერტიზამ რა დასკვნა დადო, ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ფაქტით დავინტერესდები. ჯანდაცვის სამინისტრო და კონკრეტულად მე ვიყავით ჩართული მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში. მას არაერთი პროცედურა ჩაუტარდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის კლინიკაში. ასევე იგეგმება მისი თვალის რეაბილიტაციის კუთხით არაერთი პროცედურის ჩატარება უცხოეთში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner