logo_geo
eng_logo
შალვა კერესელიძე: „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს!
- +

4 სექტემბერი. 2020. 00:27

 

 

„ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ვეძათხევას, ზურაბების, დორეულების, ზემო და ქვემო ნაქალაქარის, ასევე მაგრანეთის, თოლენჯის და ნადოკრას მოსახლეობას შეხვდა.

 

შალვა კერესელიძემ ამომრჩევლებს გუნდის გეგმები გააცნო და მათ პრობლემების მოგვარების პირობა მისცა. აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც გაზრდილ პენსიას და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

 

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ პარტია „ქართული ოცნება“  მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით. რა თქმა უნდა პრობლემები არსებობს, პირველი რასაც გავითვალისწინებთ წყალმომარაგების სრული რეაბილიტაციაა,“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner