logo_geo
eng_logo
კახა კახიშივილი: ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობა ხალხის სიყვარულია
- +

19 სექტემბერი. 2020. 21:26

 

 

ხალხის სითბოს და სიყვარულს არ გავცვლი არაფერზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

კახიშვილის თქმით, მაჟორიტარობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მისთვის მძიმე იყო:

მე ვარ გუნდის წევრი და როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება შენთვის იყოს არკომფორტულირაღაც ტიპის გადაწყვეტილება, მაგრამ, რადგან ხარ გუნდის წევრი, უნდა დაემორჩილო და მიიღო ეს გამოწვევა, რაც გუნდის წინაშე დგას. როდესაც გუნდმა შემომთავაზა მაჟორიტარობა, მათ შორის იმ რაიონში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის იყო ძალიან რთული გადასაწყვეტი.

თუ სამინისტროში ვზრუნავ კონკრეტულ დარგზე და დარგის განვითარებაზე, მაჟორიტარობის შემთხვევაში, უკვე პირდაპირ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ იმ ადამიანთან, ვისთანაც მაქვს შეხვედრა ან იქაური მაცხოვრებელია. კონკრეტულად ყველა მისი პრობლემა ხდება უკვე შენი პრობლემა.

არ მიყვარს ტყუილი დაპირებები. მაჟორიტარობის დროს, როდესაც გავალ საარჩევნო კამპანიაში, ვერ დავიწყებ ზღაპრების მოყოლას მხოლოდ იმიტომ, რომ ხმა ავიღო. გამორიცხულია ეს. ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობა დღეს ამ ქვეყანაში არის ხალხის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ. შემიძლია დავიფიცო, ამას არ გავცვლი არაფერზე“, - განაცხადა კახიშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner