logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ბოლო რვა წლის განმავლობაში დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე დანარჩენი 19 წლის განმავლობაში
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:29

 

 

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო რვა წლის  განმავლობაში დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით იმაზე მეტი გაკეთდა ვიდრე დანარჩენი  19 წლის განმავლობაში მთლიანად გაკეთებულა.

 

 

,,ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა ჩვენ ერთნი ვართ.  ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს” განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა თავის მიმართვაში.

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. რეალურად ბოლო რვა წლის  განმავლობაში რაც განხორციელდა ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის, ჯამში აღემატება ყველა იმ პროგრამას, რომელიც 19 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვრჩება დევნილი მოსახლეობა, რომელიც არის და აქვს საჭიროება, დაკმაყოფილდეს საჭირო საცხოვრებელი ფართებით. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ მომავალ წელს. ათასამდე დევნილს  გადაეცეს ბინა  და რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ზღვარი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია,  ვიზრუნო ჩვენს დევნილ საზოგადოებაზე  და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, თუმცა აქ არის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner