logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დავით სერგეენკოს სახელს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება
- +

29 ოქტომბერი. 2020. 14:31

 

 

„მე არ დავიწყებ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს და იმ პროექტების ჩამოთვლას, რომლებიც დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა და ამისთვის მხოლოდ ერთი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია. ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სერგეენკოს მოსახლეობისთვის წარდგენაზე თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ვემზადებით არჩევნებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მიზანიც ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. სახელმწიფოსი, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული და ადამიანზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ღირებულებაა. აღარ დავიწყებ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს და იმ პროექტების ჩამოთვლას, რომლებიც დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა და ამისთვის მხოლოდ ერთი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია. ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება. დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში შეიცვალა დარგის ფილოსოფია, მიდგომები და დამოკიდებულება. ჯანდაცვა პრივილეგიის ნაცვლად სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდა. წარსულს ჩაბარდა ის საშინელი დრო, როდესაც გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისებისთვის ადამიანებს უწევდათ სახლის გაყიდვა და უკანასკნელი თეთრის გაღება. ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ერთიანი შრომით ჩავაბარეთ. მე, როგორც ქალაქის მერს, არ მაქვს უფლება არ ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მთელი ქალაქის მასშტაბით განვახორციელეთ.

 

რა თქმა უნდა, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ დედაქალაქში ცხოვრება შეიცვლებოდა - მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, განახლდებოდა სკვერები, მოწესრიგდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ქუჩებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, სკვერებისა და პარკების გალამაზება და ეს მიდგომა გაგრძელდება. 2014 წელს საბურთალოს რაიონის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 11 მილიონი ლარი, 2020 წელს კი ორჯერ არის გაზრდილი და 22 მილიონს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და კარგი საქმის კეთება შეგვიძლია“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner