logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ორ დღეში მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ადამიანის უფლებები ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად
- +

29 ოქტომბერი. 2020. 14:35

 

 

საბურთალოზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ორ დღეში მოსახლეობამ არჩევნებით უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ადამიანის უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობის უფლება ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად, თუ ეს პრიორიტეტი შეიცვლება 4 წლის განმავლობაში.

 

როგორც წარდგენისას დავით სერგეენკომ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენგანის ხელშია, ამიტომ 31 ოქტომბერს ყველამ უნდა გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია.

 

„მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის გუნდის წევრიც ვარ და მისმა მხარდაჭერამ რეალურად გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე წლების განმავლობაში. ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

მისივე თქმით, ასეულობით შეხვედრა გამართა საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან და მადლიერებას გამოხატავს, რადგან მათგან მიღებული ხედვის შედეგად გამდიდრდა ის პრიორიტეტები, რომელიც დეპუტატობის შემთხვევაში დაისახა.

 

right_banner
არქივი
right_banner