logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: როდესაც ოპოზიციური პარტია თანხის მიღებაზე განაცხადს აკეთებს და ამავდროულად ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელია
- +

27 ნოემბერი. 2020. 15:40

 

 

„როდესაც ოპოზიციური პარტია თანხის მიღებაზე განაცხადს აკეთებს და ამავდროულად ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ამ დაფინანსების მიღებით, არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს აღიარებენ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, გივი მიქანაძემ იმ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლით სარგებლობაც ოპოზიციას პარლამენტში შეეძლება.

 

„პარტიებმა დაფინანსება სწორედ იმ ბარიერის გადალახვისთვის მიიღეს, რომელიც მათ შესაბამისი მხარდამჭერით მიღებული მანდატით მოიპოვეს. დაკვეთა ასეთია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ, სურთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში იხილონ და ამ ადამიანებმა თავისი ფუნქცია შეასრულონ. ეს დაფინანსება ორიენტირებულია იმ პარტიებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან და თავის საქმეს აკეთებენ.

 

როდესაც თანხის მიღებაზე ოპოზიციური პარტია განაცხადს აკეთებს და ამბობს, რომ პარლამენტში არ შევალ, საზოგადოებისთვისაც დამაბნეველი და მიუღებელია. ეს არის აღიარება იმის, რომ არჩევნების შედეგად დაფიქსირებული პროცენტით ისინი დაფინანსებას იღებენ. ჩვენ მივესალმებით, რომ მათი მხრიდან აღიარებული იყოს ის არჩევანი, რომელიც მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს დააფიქსირეს.

 

საქართველოს აქვს ისტორიული შანს, რომ ცხრა პარტიისგან შემდგარი პარლამენტი ჰქონდეს, რაც დემოკრატიული პროცესისა და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავითვალისწინოთ, რომ ეს მოქალაქეების მიერ გამოხატული ნებაა.

 

2018 წლის დეკემბრიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი და ჩვენი ძალისხმევით მიღებული პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელმაც ოპოზიციის უფლებამოსილებები ძალიან ფართოთ გაზარდა. ეს დემოკრატიული პროცესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მექანიზმებია, რომლის გამოყენება ოპოზიციას შეეძლება მას შენდეგ, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდება. 50 დეპუტატი საკმარისია, რომ ნებისმიერ საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ისევე, როგორც ინტერპელაციის მექანიზმი, მინისტრის საათი და უმრავი სხვა მექანიზმი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლს ახდენს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner