logo_geo
eng_logo
ილია ნაკაშიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აღარ იქნება
- +

12 იანვარი. 2021. 13:53

 

 

„მინდა გითხრათ რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი არ ვიქნები, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან... თუმცა გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ილია ნაკაშიძემ განუცხადა.

 

ილია ნაკაშიძის განცხადებით, ის პროფესიული საქმიანობის შეცვლას გეგმავს.

 

„თქვენ იცით, რომ მე არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ნებისმიერ შემთხვევაში შევიცვლი ჩემს პროფესიულ საქმიანობას მომავალში. პროფესიით ექიმი ვარ და ალბათ უპირატესობას მივცემ ჩემს საექიმო საქმიანობას“, - აცხადებს ილია ნაკაშიძე.

 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

 

პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია, რომელიც შაბათს გახდება ცნობილი.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.

 

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181164/ilia-nakashidze-qartuli-otsnebis-politikuri-sabchos-tsevri-agar-iqneba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner