logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც დემოკრატიულ პროცესში თანამონაწილეობის სტანდარტი დავნერგოთ
- +

15 იანვარი. 2021. 22:39

 

„თუკი სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ, და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ოდესმე ვიქნებით ოპოზიციაში და დემოკრატიულ პროცესში თანამონაწილეობის სტანდარტს დავნერგავთ არა მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიციიდან, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც. დღეს ეს ოპოზიციამ ვერ შეძლო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ოპოზიციის ლეგიტიმური მიზანია, მიაყენოს ზიანი ხელისუფლებას და არა ქვეყანას. ეს არის ძალიან რთული მისია - ისე მიაყენო ხელისუფლებას პოლიტიკური ზიანი, რომ არ დააზიანო ქვეყანა. ამას ისინი ჯერ ვერ ახერხებენ. მაგალითად, როდესაც ხარ ოპონენტი, უნდა ეცადო, გააკრიტიკო იქ, სადაც არის გასაკრიტიკებელი. თუ შენ ამას ვერ ახერხებ, მაშინ შენ იგონებ ამბებს და ცდილობ, ამ მოგონილი ამბებით საზოგადოება გააბრაზო, რელიგიური მუხტი აწიო, რაღაც ქაოსის ელემენტები შემოიტანო და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სცადო. როდესაც ოპოზიცია მართალია და თავის თავს პოულობს ძალას, ლეგიტიმური ზიანი მიაყენოს მმართველ ძალას, ეს ყველა ქვეყანაში გვინახავს. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ მოგონილი ამბების ფონზე ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნან. მაგალითად, ბოლო დროის მთავარი, უდიდესი მოგონილი ამბავი იყო გაყალბებული არჩევნები. ლამის სამშობლოს ღალატად გამოაცხადეს, თუ რომელიმე ოპოზიციონერი არჩევნებს გაყალბებულს არ უწოდებს. როდესაც საზოგადოებას არარეალურ მოცემულობას სთავაზობ, შემდეგ შენი პოლიტიკური ბედიც არარეალური მიმართულებით მიდის“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner