logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უდიდესი გამოწვევაა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ - ირაკლი კობახიძე ამ გამოწვევის გადალახვაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
- +

15 იანვარი. 2021. 23:14

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ გამოწვევაა და ირაკლი კობახიძე ამ გამოწვევის გადალახვაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის ხელმძღვანელობა კობახიძის კანდიდატურაზე ერთხმად შეთანხმდა და ამ საკითხზე დავა არ ყოფილა.

 

„ოპოზიციურად განწყობილი ადამიანიც, ჩვენი მომხრეც, პოლიტიკოსიც, არაპოლიტიკოსიც - ყველა ხვდება, რომ უდიდესი გამოწვევაა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ და ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან ადეკვატური, თანმიმდევრული და მუხლჩაუხრელი მუშაობა იმისთვის, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი აღვიდგინოთ და პარტიამ სრულფასოვნად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გააგრძელოს მუშაობა. სწორედ ამიტომ იყო შერჩეული ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატი. რა თქმა უნდა, სხვა კანდიდატებიც იქნებოდნენ ალბათ ასეთი, მაგრამ ამ საკითხზე დავა არ ყოფილა. პარტიის ხელმძღვანელობა ერთხმად შეთანხმდა, რომ ირაკლი კობახიძე, რომელსაც აქვს საუკეთესო გამოცდილება და სხვა საუკეთესო პიროვნული თვისებები, რომ მართოს პარტია და შესაბამისი გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოსთან და გუნდთან ერთად მიიღოს, ეს ადამიანი ამ თვისებებითაა დაჯილდოებული და ამიტომ ამ გამოწვევის გადალახვაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მისი პრაქტიკული გამოცდილებაც ამაში ძალიან მიეხმარება. ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა შტაბს და ეს პარტიული მენეჯმენტი მისი ხელმძღვანელობით ძალიან კარგად იყო დალაგებული. ეს გამოცდილებაც მას, ბუნებრივია, წაეხმარება. თუმცა გამოცდილება, არ არის ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი ყველას არჩევანი ირაკლიზე შეჩერდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner