logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ინსტრუმენტებით ოპოზიცია ახდენს ზეწოლას იმ ნაწილზე, ვინც იხრება იმისკენ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს პარლამენტში
- +

15 იანვარი. 2021. 23:31

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ზეწოლისგან განთავისუფლდება და ისინი დემოკრატიის მხარეს დადგებიან. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოქალაქეები, ყველა ერთ პოზიციაზეა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი განთავისუფლდეს პოლიტიკური შანტაჟისგან, ზეწოლისგან რასაც ვხედავთ და ამისი პოლიტიკური ინსტრუმენტები აქვს რადიკალურ ოპოზიციას. კარგად ჩანს, როგორი იყო პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ და „გირჩის“ პოზიცია, რომელიც ორკესტრირებული შეტევის ქვეშ მოექცა. სწორედ ამ რადიკალური ინსტრუმენტებით ოპოზიცია ახდენს ზეწოლას იმ ნაწილზე, ვინც იხრება იმისკენ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოზე საუბრის კონტექსტში, ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner