logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ, და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით
- +

16 იანვარი. 2021. 14:51

 

„ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„მინდა პირველ რიგში მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვა საკითხებზე. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და ყველა პრობლემა დავძლიოთ. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი წასვლა ყველასთვის გამოწვევა, ვინაიდან ის არის პარტიის დამფუძნებელი და ყველა გამარჯვების მთავარი სულისჩამდგმელია. ამავდროულად, ჩვენ დღეს გვყავს ერთიანი ძლიერი გუნდი და შევძლებთ, ყველა პრობლემას სათანადოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner