logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა
- +

16 იანვარი. 2021. 19:16

 

„სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის ადამიანები აირჩიეს, რომლებსაც საკუთარი უნარ-ჩვევებით შესწევთ ქვეყანა წინსვლისკენ წარმართონ.

 

„სწორი კადრების შერჩევა მოხდა მისთვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა. ვფიქრობ, იმ ადამიანების არჩევა მოხდა, რომლებსაც საკუთარი უნარ-ჩვევებით, საკუთარი პროფესიონალიზმითა თუ პირადი თვისებებით ნამდვილად შესწევთ უნარი და ძალა, რომ ქვეყანა წარმართონ წინსვლისკენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181901/mikheil-sarjveladze-stsori-kadrebis-shercheva-mokhda-rata-gagrdzeldes-qveknis-tsinsvla

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner