გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანზიაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან.
მინისტრმა ესპანეთის მთავარობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილი, პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში. დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპაენთის „სოლიდარობის გეგმისთვის”, რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში.
ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და იმ მაღალ მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.