logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რითაც არასოდეს დავიღლები, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა
- +

20 იანვარი. 2021. 21:13

 

 

„რითაც არასოდეს დავიღლები, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა”, – განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, „როგორც კი დაინახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ცათვლის, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს“.

 

„შეიძლება, მე რამით დავიღალო, მაგრამ არის ერთი რამ, რითაც არასოდეს დავიღლები და ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა. ამას თუ დასჭირდება მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე, მე ვიდგები პოლიტიკაში და მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ, რომ არასდროს არ დაბრუნდნენ და ახალგაზრდა თაობებმა ევროპული საქართველო, ევროპული პოლიტიკა და ევროპული სახელმწიფო მიიღონ ფსევდო ევროპელი პოლიტიკოსების გარეშე. რადგან არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მისი გადმონაშთები, რაც უნდა „ევროპული“ დაიწერონ წინ, ევროპული ძალები არ არიან. ისინი უკვე არიან ქუჩის გამარგინალებული პოლიტიკოსები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზოგიერთ მათგანი მაინც გადაწყვეტს, რომ პარლამენტს დაუბრუნდეს.

 

ეს არის ის, რითაც არასოდეს დავიღლები, დანარჩენი, რაც ასაკში შევალთ, თქვენც, მეც, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავიდეთ სცენიდან, მაგრამ ალბათ, დაღლა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება, ამაში არასოდეს დავიღლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner