აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი დავით ბაქრაძის ტვიტს გამოეხმაურა. აშშ-ში საქართველოს ელჩმა სოციალურ ქსელში შტატების 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც კელის ყურადღება მიიპყრო:
„მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით, დავით!“ - დაწერა კელიმ.
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა.