logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული
- +

26 იანვარი. 2021. 14:29

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

ქვრივიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

 

„2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მმართველი პარტია მოვიდა, საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული.

 

სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხი და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა გაიზარდა ეროვნულ დონეზე, რამაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დააახლოვა.

 

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღირებულებებზე დაყრდნობილ, ევროპული ინტეგრაციის არჩევანთან დაკავშირებული პროგრესისთვის მუშაობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2024 წელს, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადს გააკეთებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობენ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებების აღსრულების საკითხზე ევროპელ კოლეგებთან მსჯელობენ.

 

 

https://1tv.ge/news/mariam-qvrivishvili-qartuli-ocnebis-khelisuflebis-pirobebshi-strasburgis-sasamartloshi-sachivrebis-raodenoba-rvajer-aris-shemcirebuli/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner