logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია დღეს აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ის ცარიელ ადგილზე ტარდება
- +

26 თებერვალი. 2021. 12:53

 

 

„აქცია დღეს აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ის ცარიელ ადგილზე ტარდება“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„არანაირი დიდი მოლოდინი არ მაქვს, აქცია არავის აღარ უკვირს დღეს, მით უმეტეს აქცია, რომელიც ცარიელ ადგილზე ტარდება, როდესაც მელია ჰყავთ ძალით ჩასმული თვითონვე ციხეში, იმიტომ, რომ რამენაირად მოახერხონ, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ. ესაა მელიასა და მელიას გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსების მიზანი, მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს სიტუაცია დაიძაბება? კიდევ ერთხელ დაიწყებენ შტურმის მიტანას?ესაა მათი საბოლოო მიზანი და პოლიტიკური არსენალი?“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner