ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მიმართავს და ურჩევს, გირაო გადაიხადოს, გამოვიდეს და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა მივმართო ნიკა მელიას, - კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი, რომ შენ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, შეეშვი პროვოკაციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მაინც არაფერი გამოდის, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, გამოხვიდე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდა გუშინ შესთავაზა, თუმცა ნიკა მელია გირაოს გადახდაზე პოზიციას არ ცვლის.