logo_geo
eng_logo
საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება და მათ საოლქო კომისია აირჩევს
- +

3 მარტი. 2021. 12:18

 

საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება, რომელთაც შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, იმ პირობით, თუ მხარს დაუჭერს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც.

 

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ასეთი წესი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილბებით შემოდის, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.

 

პოლიტიკური პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წარმომადგენელს ეძლევა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურება, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა: - პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი; პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner