logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკების მთავარი პრობლემაა, რომ ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ
- +

13 აპრილი. 2021. 18:16

 

 

„მოლაპარაკების მთავარი პრობლემაა, რომ ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციაში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც პირდაპირ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

 

„საერთო ჯამში მოლაპარაკებების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ. სურთ არეულობა, რათა დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით, ანუ არჩევნების გვერდის ავლით მიიღონ ძალაუფლება. ეს არის მთელი აზრი ამ მდგომარეობის, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს. ამიტომ, ნიკა მელია ციხეში იქნება, ციხის გარეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არ იქნება, ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ დეტალებია და საბაბია, რათა რაიმე მღელვარება ააგორონ. ამიტომ ამას დიდი გავლენა მათ ზრახვებზე არ ექნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner