logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, ახლა ჯერი ოპოზიციის ქმედებაზეა
- +

20 აპრილი. 2021. 19:14

 

 

„დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, ახლა ჯერი ოპოზიციის ქმედებაზეა“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად, დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი და მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. აქედან გამომდინარე, მე მგონი პასუხი გაცემულია კითხვაზე, შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner