logo_geo
eng_logo
შეწყალების აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
- +

21 აპრილი. 2021. 20:12

 

 

შეწყალების აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტის 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნულია: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, პრეზიდენტმა გარკვეული პირობებით შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

 

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ასევე აშშ-ის ელჩმა დაადასტურეს. ამგვარად, პირველი პირობა შესრულებულია.

 

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

 

ეს ნიშნავს, რომ განცხადების შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც. მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“ – წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner