logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი სრულად თანხვედრაშია ევროპული დოკუმენტის სულისკვეთებასთან
- +

5 მაისი. 2021. 13:37

 

 

„ჩვენ დავაინიცირეთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რადგან „ქართული ოცნება“ ერთგულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მედიაციით შემდგარი შეთანხმების. ჩვენი მთავარი ამოცანა შეთანხმების შესრულებაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ეს კანონპროექტი დაინიცირდა მაქსიმალურად იმ სულისკვეთებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, რაზეც მოხდა შეთანხმება. ამ დოკუმენტის ამოცანაა რთული დღის, 20 ივნისის გადაფურცვლა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის, კულტურის გამოჩენა თანამშრომლობისთვის და ეს დღე იყოს არა ადამიანების ბედით მანიპულირების, დამატებითი პოლიტიზირების მცდელობა, არამედ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია.

 

ამ მიზნით ჩაიწერა დოკუმენტში ამნისტიის აქტის გამოცემა. „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი სრულად თანხვედრაშია ევროპული დოკუმენტის სულისკვეთებასთან. ეს კანონპროექტი ყოველგვარი წინაღობების გარეშე ადგენს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია 19-20 ივნისის მოვლენებთან. მმართველი პარტია ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ვუდგებით საკითხს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner