logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პოლარიზაციის წყარო არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ხელს არ აწერდა შეთანხმებას
- +

30 ივლისი. 2021. 17:44

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების მიზეზი განმარტა. მისი განცხადებით, პოლარიზაციის დასრულებაზე ორიენტირებული შეთანხმება უნდა დაიდოს პოლარიზაციის წყაროსთან, „ნაცმოძრაობამ“ კი შეთანხმებას არ მოაწერა ხელი, შესაბამისად, შეთანხმებამ დაკარგა აზრი.

 

წარმოიდგინეთ, რომ იყოს პირობითად სამშვიდობო შეთანხმება დასადები რუსეთთან და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას ბიბილოვთან და ბჟანიასთან. იგივეა, როდესაც გჭირდება პოლარიზაციის დასრულება და ხელს აწერ შეთანხმებას ხაზარაძესთან და ვაშაძესთან. ეს ხომ აბსურდია? ვინც არის პოლარიზაციის წყარო, იმასთან უნდა მოაწერო ხელი შეთანხმებას. „ნაცმოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი, შესაბამისად, შეთანხმებამ დაკარგა აზრი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner