logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა ფარულ მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს
- +

2 აგვისტო. 2021. 13:46

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, „მთავარი“ არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ, 1-ელ აგვისტოს, ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს.

 

„პირდაპირ გეტყვით, არ მჩვევია ასეთი ტერმინები, მაგრამ ამ ავადმყოფურ ბოდვაზე ჩემგან სერიოზულ შეფასებას ნუ ელით. ეტყობა, ვიღაცებს მოსწყინდათ, სხვა საქმე არ აქვთ სალაპარაკოდ და ვიღაცის ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. უბრალოდ, სერიოზულად, ამაში ვერ შევალ. არც ვაპირებ ამაზე საუბარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

გუშინ, ნიკა გვარამიამ, „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ სუს-ის საიდუმლო ჩანაწერები მოიპოვა. მისი მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ფარულად უსმენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner