logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: იმასაც მოვესწარით - სააკაშვილი გახარიას აქებს
- +

8 სექტემბერი. 2021. 11:52

 

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გიორგი გახარიაზე განცხადებას მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებზე პოლიტიკური ძალების კონკრეტულ გეგმას უკავშირებს.

 

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გადამდგარი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის კანდიდატს ეხმარება, რათა დედაქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.

 

„იმასაც მოვესწარით, რომ სააკაშვილი უკვე გახარიასაც აქებს - ძალიან მეუცნაურება. არ მინდა დავიჯერო. პირველი დღიდან გადადგომისა და შემდეგ კახი კალაძის კონკურენტად დადგომა, წაგებულ ომში რომ შედის, ერთადერთი, შეიძლება შეფასდეს მავნებლობად, რომ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას, რომ დედაქალაქში მეორე ტური შედგეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner