logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ ხშირად აქვს წამოცდენები, როგორც „თბილისო“ იმღერეს რუსულად თავისუფლების მოედანზე
- +

16 სექტემბერი. 2021. 14:48

 

 

ნაციონალურ მოძრაობასხშირად აქვს წამოცდენები, რუსული საქმის კეთება მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, რაზეც ღიად ვერ საუბრობს ნიკა მელია, ისაუბრა ანზორ მელიამ, – ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას განცხადებასთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ანზორ მელია ამბობს:

 

მე მოსკოვში დავამთავრე პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. იქ დავიცავი დისერტაციები. ის მიმაჩნდა ჩემს მეორე სამშობლოდ, მაგრამ როგორ შევცდი, რადგან აფხაზეთის დროს ისე არ ვიყავი გაბრაზებული, იმიტომ, რომ იქ ჩვენმა სამხედრო დაჯგუფებებმა ცუდი როლი ითამაშეს“.

 

ასეთი წამოცდენები ხშირად აქვსნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ერთ რამეს, სინამდვილეში ისინი მუდმივად ემსახურებოდნენ რუსულ საქმეს, დღემდე ასეა. რიტორიკა ჰქონდათ განსხვავებული, თუმცა, ასეთი წამოცდენები რიტორიკაშიც აქვთ ხოლმე. გახსოვთ, წინა არჩევნების დროს როგორ იმღერესთბილისორუსულ ენაზე, თავისუფლების მოედანზე. ამაზე რეაქციაც არ ჰქონიათ, რადგან ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა, რუსული საქმის კეთება მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. წამოცდენა ჰქონდა ანზორ მელიას, რაზეც ღიად ვერ საუბრობს ნიკა მელია, ისაუბრა ანზორ მელიამ. რუსული საქმის კეთება 2012 წელს დასრულდა საქართველოში. რაღაცებს ცდილობენ, მაგრამ ეს ძალისხმევაც წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner