logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
- +

22 სექტემბერი. 2021. 19:59

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

ამბროლაურში შეხვედრით დასრულდა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებთან.

 

სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმსა და ამბროლაურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner